fbpx
საზოგადოება

ტრაგედია ბერძენი დეპუტატის ოჯახში – ავარია ვულაში და დანახშირებული ფერარი (კადრები)

ბერძნული საზოგადოება შეძრა გუშინ ღამით მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც 45 წლის ბიზნესმენის, ჯორჯის მონოიოს სიცოცხლე შეიწირა. საუბარია საზარელ ავტოავარიაზე, რომელიც ვულაში მოხდა, მძიმედ დაშავდა მისი მეუღლე, ხოლო ფერარის მარკის ძვირადღირებული ავტომობილი, უბრალოდ, ნახშირებად არის ქცეული.

ირკვევა, რომ ჯორჯის მონოიო “ახალი დემოკრატიის” დეპუტატის, კატერინა მონოიუს ძმაა. ის აღნიშნული ავტომობილის საჭესთან პირველად იჯდა, ახალი შეძენილი ჰყავდა და კარამანლის გამზირზე მოძრაობდა. თვითმხილველის თქმით, მძღოლმა უეცრად საჭეზე კონტროლი დაკარგა, გზიდან გადავიდა და ხეს შეასკდა, შემდეგ კი, სწრაფად გაუჩნდა ცეცხლი და მთლიანად დაიწვა.

მონოიუსა და მისი მეუღლის გამოყვანა მოესწრო, მაგრამ საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მამაკაცის გარდაცვალება დადასტურდა.

არსებობს ინფორმაცია იმის შესახებაც, რომ ბიზნესმენმა სცადა მანქანა აეცილებინა გზაზე გადამსვლელისთვის, რა დროსაც სახიფათო მანევრის გაკეთება დასჭირდა და სამწუხაროდ, ეს ყველაფერი ტრაგედიით დასრულდა.

შემთხვევის ადგილიდან გავრცელებული კადრებიდან ჩანს, თუ რა მდგომარეობაში ჩავარდა მანქანა:

onalem

ტესტ