fbpx
პოზიტივისაზოგადოება

ბერძენ მამაკაცს, რომელიც სიღარიბის გამო ცოლმა მიატოვა, ბიძამ 2 მილიონი ევრო დაუტოვა!

35 წლის ბერძენი მამაკაცის ისტორია მოკლედ ასე შეიძლება აღვწეროთ: “მან ღარიბმა დაიძინა და მდიდარმა გაიღვიძა.”

ის სრულ სასოწარკვეთაში იყო. არ ჰქონდა მინიმალური ხელფასიც კი, რომ ოჯახი ერჩინა, რის გამოც საკუთარმა ცოლმაც მიატოვა. ქალის თქმით დაშორების გადაწყვეტილება მიიღო, რადგან ვეღარ იტანდა ასეთ ცხოვრებას და ჯობდა ისეთი პარტნიორი ეპოვა, რომელსაც საკუთარი ბედი უკვე განსაზღვრული, ხოლო ფინანსური მდგომარეობა ბევრად მყარი ჰქონდა.

35 წლის სოტირიმ, ქალაქ პატრასიდან, დეპრესიის თითქმის ყველა ეტაპი გაიარა, არასოდეს ჰქონია რაიმე შესაძლებლობა, რომ შეეცვალა საკუთარი მდგომარეობა, მითუმეტეს ეკონომიკური კრიზისის დროს.

თუმცა, ის ვერასოდეს წარმოიდგენდა, თუ რა ელოდა…

როგორც გაზეთი “Κόσμος” იტყობინება, სოტირის ბიძა გერმანიაში 1950 წელს ემიგრაციაში წავიდა, დროთა მანძილზე თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ერთი-ერთი ყველაზე მდიდრული რესტორანი ფრანკფურტში გახსნა, ხოლო მეორე მიუნხენში.

გასულ წელს მამაკაცი გარდაიცვალა და როგორც სოტირის შეატყობინეს, სწორედ მას დაუტოვა ბიძამ რესტორანები გერმანიის მასშტაბით და 2 მილიონი ევრო ბანკის ანგარიშზე. როგორც ცნობილია, მოხუცს სოტირის გარდა არავინ ჰყავდა, ამიტომ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

სოტირი ერთ დღეში იქცა მილიონერად და რესტორნების მფლობელად, რომელთაც წლიური ბრუნვა ათასობით ევრო აქვთ.

onalem

ტესტ