fbpx
საზოგადოება

საბერძნეთი: მამაკაცს საკუთარი შვილი მელიაში აერია და იარაღი ესროლა

დაუჯერებელი ინციდენტი პირგოსის ერთ-ერთ სოფელში გუშინ შუაღამით მოხდა. ფეხების არეშია დაჭრილი 36 წლის მამაკაცი, ხოლო მისი 70 წლის მამა პოლიციამ დააკავა.

ირკვევა, რომ სოფელში მცხოვრებ ოჯახს მელია ხშირად აწუხებდა და ქათმებს ესხმოდა თავს. მამა-შვილმა გადაწყვიტა, რომ მას ფერმასთან დადარაჯებოდა და 70 წლის მამაკაცმა იარაღიც მოიმარჯვა, რომ თუ გამოჩნდებოდა, მაშინვე ესროლა მისთვის.

დაახლოებით 10:30 საათზე მელია მართლაც მივიდა ფერმასთან ახლოს და მამაკაცმა ესროლა, მაგრამ ტყვია ააცილა. ცხოველი კი, ცხადია, გაიქცა.

შემდეგ უკვე, დაახლოებით 01:00 საათზე, მოხუცმა ხმაური ისევ გაიგონა და გაისროლა იმ ადგილისკენ, საიდანაც ხმა მოდიოდა. სამწუხაროდ, ვერ შენიშნა, რომ მისი ვაჟი რამდენიმე წუთით ადრე გარეთ გასულიყო და სწორედ ის გადაადგილდებოდა და არა მელია. 36 წლის მამაკაცი მამამ ფეხების არეში დაჭრა, რადგან მელია ეგონა.

როგორც ირკვევა, დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და საავადმყოფოშია მოთავსებული.

onalem

ტესტ