fbpx
საზოგადოება

“სახლი და 1 მილიონი ევრო შვილმა და ცოლმა წაართვა, ამის გამო მოიკლა თავი” – ათენში 87 წლის მამაკაცის თვითმკვლელობის დეტალები

ბერძნული მედია 87 წლის ბერძენი მამაკაცის თვითმკვლელობის დეტალებზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც ცნობილია, მოხუცმა თავი საკუთარი სახლის აივანზე ჩამოიხრჩო, მიზეზად კი ბინისა და 1 მილიონი ევროს დაკარგვას ასახელებს.

წერილში, რომელიც თვითმკვლელობამდე დატოვა, წერს, რომ ყველაფერში დამნაშავეები მისი ნათესავები, შვილი და მეორე მეუღლეა, რომელმაც მოგებული მილიონი წაართვა და სახლიდან გაგდებასაც უპირებდნენ. საბოლოო ჯამში კი მან ამის ატანა ვეღარ შეძლო და თავის მოკვლა გადაწყვიტა.

ამავე ინფორმაციით, მამაკაცი ყოფილი ტაქსისტი იყო.

წერილში ნახსენებია ოთხი სახელი და გვარი, ორი მის გოგონას და მეუღლეს ეკუთვნის, ხოლო დანარჩენი ორი მის ნათესავებს. მამაკაცის განმარტებით, სწორედ მათ მიიყვანეს თვითმკვლელობამდე.

 

onalem

ტესტ