fbpx
რელიგია

“ეს არის ადამიანის ღუმელში დაწვა” – ბერძნული ეკლესია კრემაციის სასტიკი წინააღმდეგია

საბერძნეთის ეკლესიის წმინდა სინოდი სასტიკად ეწინააღმდეგება ქვეყანაში კრემაციის კანონის შემოღებას და ამას ბროშურების საშუალებით გამოხატავს, რომელიც თითოეულ მართლმადიდებლურ ეკლესიაში გასულ ოთხშაბათს დაიგზავნა.

მიუხედავად იმისა, რომ კრემატორიუმების ამოქმედება მთლიანად სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა, ბერძნული ეკლესია საკუთარ მოვალეობად თვლის, რომ შეახსენოს ხალხს მართლმადიდებლური მრწამსი და ადათ-წესები.

“ეკლესია, როგორც საზოგადოება, არავის აძალებს, რომ დაიცვას კონკრეტული ტრადიცია… მაგრამ აქვს უფლება, რომ კრემაცია რელიგიური პრინციპების, ტრადიციების და კულტურის საწინააღმდეგო მოვლენად მიიჩნიოს. კრემაცია არაფრით არის ერთგვარ გადამუშავებაზე მეტი. ნებისმიერი ადამიანისთვის შეურაცხმყოფელია “დაიწვას ღუმელში”. მათ, ვისაც არ სურთ, რომ ეკლესიის ტრადიციებს მისდიონ, შეუძლიათ აირჩიონ ეს კანონი, მაგრამ ისინი ვერ მიიღებენ ეკლესიისგან დაკრძალვის ცერემონიის ჩატარების უფლებას.”

შეგახსენებთ, რომ პირველი სრულყოფილი კრემატორიუმი საბერძნეთში 2019 წელს გაიხსნა.

onalem

ტესტ