fbpx
საზოგადოება

ტრაგედია თესალონიკში: კორონავირუსით 38 წლის ფეხმძიმე ქალი დაიღუპა – ექიმი აცრას უკრძალავდა?!

თესალონიკის იპოკრატიოს საავადმყოფოში 38 წლის ქალი კორონავირუსით გარდაიცვალა. მისი დედა ამტკიცებს, რომ გინეკოლოგი აცრას კატეგორიულად უკრძალავდა და სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ ვაქცინა არ გაიკეთა და საბოლოოდ, კორონავირუსმა იმსხვერპლა.

პიერიის ექიმთა ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ შემოწმებები მანამდე არ დაიწყება, ვიდრე გარდაცვლილის დედა ოფიციალურად არ მიმართავს შესაბამის ორგანოს. ირაკლის ცანიკიდი იმასაც აღნიშნავს, რომ ქალის მეუღლემ მას საპირისპირო ინფორმაცია მიაწოდა და უთხრა, რომ გინეკოლოგი აცრისკენ მოუწოდებდა.

ფაქტი ის არის, რომ ფეხმძიმე ქალბატონის ოჯახში არცერთი ადამიანი არ იყო აცრილი. ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, რომ აუცილებლად დაელაპარაკება კოლეგას, რომელიც 38 წლის ქალის მდგომარეობას მეთვალყურეობდა, თუმცა, შიშობს, რომ გინეკოლოგი მას ცილისწამებაში დაადანაშაულებს, ვინაიდან ოფიციალურად დადგენილი არ არის, რა რჩევებს აძლევდა ის საკუთარ პაციენტს ვაქცინაციასთან დაკავშირებით.

 

onalem

ტესტ