fbpx
პოლიტიკა

“მე კატეგორიული ვარ! ქვეყანა კარანტინში აღარ შევა! პანდემია მხოლოდ აუცრელებს ეხებათ” – კირიაკოს მიცოტაკის განცხადება

საბერძნეთის პრემიერმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთა და საკმაოდ კატეგორიული იყო ისეთი საკითხები მიმართ, როგორებიცაა კარანტინი და ვაქცინაცია.

“არ მგონია, რომ პანდემიაზე კონტროლი გვაქვს დაკარგული. ჩვენ მეოთხე ტალღაში ვართ, რომელიც მხოლოდ მათ ეხებათ, ვინც აუცრელია. ახლა, როცა ვაქცინა გვაქვს, ჩაკეტვა გამორიცხულია. მე აბსოლუტურად კატეგორიული ვარ, ქვეყანა კარანტინში აღარ შევა! როცა ბერძნების 3/4 სწორად მოიქცა და აიცრა, უსამართლო იქნება რაიმე სახის შეზღუდვის დაწესება მათთვის.

რაც შეეხება იმას, რომ ეკლესიებში შესვლა თავისუფალია და ტესტი არ არის საჭირო, მინდა გაგახსენოთ, რომ ჩვენ დავხურეთ ტაძრები, არ აღვნიშნეთ აღდგომა, როგორც გვჩვეოდა. მაშინ ბატონმა ციპრამ ყველაფერში მე დამადანაშაულა და ჰქონდა იდეა, რომ ეკლესიებთან შემოწმებები ჩატარებულიყო. ეს ძალიან რთულია… ძალიან რთულია აკონტროლო ხალხი ეკლესიასთან, რადგან ეს არის ღია სალოცავი ადგილი.

ჯერ კიდევ გვაქვს გამძლეობა, ჯანდაცვის სისტემის მხრივ და ვიცი, რომ ამ ყველაფერსაც გავუმკლავდებით. ზომები, რომლებიც ახლა მივიღეთ, დარწმუნებული ვარ, რომ სრულებით საკმარისია,” განაცხადა მიცოტაკიმ.

onalem

ტესტ