fbpx
საბერძნეთი

22 გრადუსი საბერძნეთში, შემდეგ კი, თოვა და ტემპერატურის რადიკალური კლება – კლიმატური კრიზისის აშკარა გამოვლინება საბერძნეთში

საბერძნეთში მიმდინარე კვირაში ამინდის ორი სახეობა გვაქვს, პარასკევის ჩათვლით 20-22 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო შემდეგ ტემპერატურა რადიკალურად იკლებს და თოვას უნდა ველოდოთ რამდენიმე რეგიონში. მეტეოროლოგების განცხადებით, აღნიშნული ვითარება პირდაპირ მიუთითებს კლიმატურ კრიზისზე, ვინაიდან მხოლოდ ერთ კვირაში მინიმუმ ორი სეზონისთვის დამახასიათებელი ამინდები ფიქსირდება, რაც საკმაოდ უჩვეულოა.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ შაბათიდან ტემპერატურა არ დაიკლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, არამედ შესამჩნევი იქნება მხოლოდ ჩრდილოეთით, ცენტრალურ და სამხრეთ ნაწილში კვლავ მაღალ მაჩვენებელზე დარჩება. უამინდობას თან ახლდება ძლიერი ქარის, რომლის ძალაც 9 ბალს მიაღწევს.

არსებული პროგნოზის მიხედვით, კონკრეტულად ატიკის რეგიონში არ არის მოსალოდნელი ძლიერი ფენომენები, ამინდი შაბათ დღემდე ნორმალური იქნება და ჰაერი 17 გრადუსამდე გათბება, კლება მოსალოდნელია კვირიდან, როდესაც გვექნება ნალექიც და მაქსიმუმ 8 გრადუსი.

onalem

ტესტ