fbpx
საბერძნეთი

ჯარიმები ელექტრონულად საბერძნეთის საჯარო ტრანსპორტში – კონტროლიორების გადამზადება მიმდინარეობს

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის საჯარო ტრანსპორტში კონტროლის ფორმა იცვლება. საუბარია სისტემაზე, რომელიც უკვე ელექტრონულ სახეს მიიღებს და ცვლილებები თესალონიკიდან დაიწყება.

კერძოდ, ამჟამად უკვე მიმდინარეობს კონტროლიორების გადამზადება, რათა საჯარო ტრანსპორტში მგზავრთა შემოწმების პროცესი მათთვის უფრო გამარტივდეს. იმ შემთხვევაში, თუ მგზავრს ბილეთი არ ექნება, ჯარიმა გამოეწერება ელექტრონული გზით, სპეციალური აპარატის საშუალებით, რომელთა გამოყენებაც გაცილებით ნაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვს, თავად თანამშრომლისგან.

ამრიგად, თესალონიკის ტრანსპორტში სულ მალე კონტროლიორები ახალი ტექნიკით გამოჩნდებიან, რომლებიც უბილეთობის შემთხვევაში ჯარიმებს უმოკლეს დროში გამოწერენ და ადგილზე, დაბეჭდავენ და გადაცემენ დაჯარიმებულ პირს შესაბამის ქვითარს.

აღნიშნული ცვლილებები ათენში ჯერჯერობით არ შედის ძალაში, თუმცა, მუშაობა მიმდინარეობს.

onalem

ტესტ