fbpx
საბერძნეთი

“სკლავენიტი” ზღვარს აწესებს: გარკვეული პროდუქტების შეძენა შეზღუდული რაოდენობით

სუპერმარკეტების უმსხვილესი ქსელის, “სკლავენიტის” ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, რომ პროდუქტების რაოდენობის შეძენის თვალსაზრისით, ზღვარი დააწესოს. ჯერჯერობით ეს ყველაფერი მხოლოდ ონლაინ-შეკვეთებს შეეხება.

როგორც ირკვევა, ეს ერთგვარი ნაბიჯია, რომელიც კომპანიამ გადადგა იმისთვის, რომ არ მოხდეს მარაგის უეცარი დაცარიელება. ამრიგად, მომხმარებლებს შეეძლებათ, რომ ვებ-გვერდზე, ონლაინ-შეკვეთის განხორციელებისას, კონკრეტული პროდუქტების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა შეიძინონ. ეს ეხება ფქვილს, ზეთს, შაქარს.

ხოლო კითხვაზე, აპირებენ თუ არა, რომ იგივე შეზღუდვა მაღაზიების შიგნითაც დაწესდეს, ხელმძღვანელობა პასუხობს, რომ ასეთი გადაწყვეტილება ჯერ არ არის მიღებული, თუმცა, არაფერი გამოირიცხება, მოსალოდნელი ვითარებიდან გამომდინარე.

onalem

ტესტ