fbpx
კრიმინალისაბერძნეთი

საბერძნეთი: დედამ შვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

ოჯახური ტრაგედია მარკოპულოში შუადღეს მოხდა. ქალმა მეუღლე ბინის სარდაფში ჩაკეტა, საკუთარი გოგონა მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა.

ათენის საინფორმაციო სააგენტო იტყობინება, რომ დამნაშავის მეუღლემ პოლიციას ჩვენება მისცა, რომლის მიხედვითაც, ის სარდაფში გარკვეული სამუშაოს შესასრულებლად ჩავიდა. ამ დროს კი მისმა მეუღლემ კარი ჩაუკეტა.

მამაკაცს სარდაფიდან ესმოდა, რომ ორი ქალი ჩხუბობდა. ის ცდილობდა კარი გაეღო და გარეთ გამოსულიყო, რაც საბოლოოდ მოახერხა კიდეც და ზემოთ ასვლის შემდეგ ისინი გარდაცვლილები ნახა.

პოლიციის პირველადი განმარტებით, ქალმა ჯერ საკუთარი გოგონა მოკლა, ხოლო შემდეგ თავი მოიკლა. ამ ეტაპზე ელოდებიან გამომძიებლის დასკვნებს, რომელიც ძალადობრივი სიკვდილის შემთხვევებზე მუშაობს.

onalem

ტესტ