fbpx
პოლიტიკა

კრიზისი და პროდუქციის დეფიციტი- კირიაკოს მიცოტაკიმ საგანგებო სხდომა მოიწვია

უკრაინაში მიმდინარე ომმა ევროპა აიძულა, რომ მუშაობის სხვა რეჟიმზე გადაერთოს და ნელ-ნელა იფიქროს, როგორ გაუმკლავდება კრიზისს, რომელსაც რუსული აგრესია იწვევს.

როგორც ირკვევა, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკიმ საგანგებო სხდომა მოიწვია, რომელიც სწორედ პროდუქციის მარაგს უკავშირდება. მიუხედავად იმისა, რომ ადონის გეორგიადი იძლევა გარანტიებს, რომ მოსახლეობა არ დარჩება აუცილებელი საჭიროების პროდუქციის გარეშე, მთავრობა საჭიროდ თვლის, რომ თადარიგი დაიკავოს და წინასწარი გათვლები გააკეთოს აღნიშნულთან დაკავშირებით.

სამთავრობო წყაროების ცნობით, მათი მთავარი საზრუნავია არა დეფიციტი, არამედ გაზრდილი ფასების დარეგულირება. მეორეს მხრივ, პრიორიტეტს წარმოადგენს ენერგიის მიწოდების ალტერნატიულ გზებზე გადასვლა, ვინაიდან როგორც მიცოტაკი აცხადებს, პუტინის შეჭრა უკრაინაში ახდენს გავლენებს, რომლებსაც გრძელვადიანი ხასიათი ექნება ეკონომიკისთვის.

საბერძნეთის სუპერმარკეტების კონკრეტულ ფილიალებში უკვე დაფიქსირდა, რომ მოსახლეობა გარკვეულ პროდუქტებს პანიკურად ყიდულობს და თაროები ცარიელდება ფქვილისგან და ზეთისგან.

მთავრობის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პანიკის საფუძველი არ არსებობს, რადგან საბერძნეთს საკმარისი მარაგი აქვს კრიზისთან გასამკლავებლად და რბილი მარცვლეულის იმპორტისთვის გააქტიურებულია კანადის ბაზარი, იტალიის გავლით, იმპორტი ასევე ხორციელდება რუმინეთიდან და ბულგარეთიდან.

onalem

ტესტ