fbpx
საბერძნეთი

“თავი შეაყვარა, ნახევარი მილიონი ევრო მოპარა და გაუჩინარდა” – რას ჰყვებიან გიორგოს პანაუმის მეგობრები

ბოლო ინფორმაციით, რომელსაც ბერძნული მედია ავრცელებს, ცნობილმა მწვრთნელმა, გიორგოს პაპანაუმიმ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა და მთავარი ირიბი დამნაშავე ამ ყველაფერში ქალია, რომელმაც ის მოატყუა და საბოლოოდ, ფინანსურ კატასტროფამდე მიიყვანა.

როგორც 50 წლის პაპანაუმის მეგობარი აცხადებს, სავარჯიშო დარბაზში, რომელსაც თავად ფლობდა, მისი ყოფილი თანაკლასელი მივიდა და გარკვეული ხნის შემდეგ რომანი წამოიწყეს. ქალი დაქორწინებულია, ჰყავს შვილები და ქმართან ერთად ცხოვრობს.

“გიორგოს არანაირი ფინანსური პრობლემა არ ჰქონდა, ძალიან კომფორტულად გრძნობდა თავს ამ მხრივ. რაც შეეხება ამ ქალბატონს, მეუღლესთან ერთად ძალიან დაძაბულ გარემოში ცხოვრობდა და უნდოდა დაშორებულიყვნენ. მუდმივად ეძებდა გზებს, რომ გიორგოს ნდობა მაქსიმალურად მოეპოვებინა და ისიც კი შეძლო, რომ მიაცემინა თავისი საბანკო ანგარიშის კოდები, სადაც კრიპტოვალუტას ინახავდა, ჯამში 400.000 ევროს ღირებულების.

როცა ამ ქალმა თანხა გამოიტანა, ნელ-ნელა ჩამოშორდა გიორგოს. მიუხედავად იმისა, რომ დიდ თანხაზეა საუბარი, გიორგო არ იყო ადამიანი, რომელიც თანხის გამო ასეთ დონემდე მივიდოდა. ვინაიდან ქალი მისი ცხოვრებიდან გაქრა, სასიყვარულო იმედგაცრუებისა და ღალატის გამო ჩავარდა სასოწარკვეთაში. ძალიან იყო შეყვარებული, ამ ქალბატონმა კი, ფაქტობრივად, ეს გრძნობები გაუყიდა. გიორგო თავს მოტყუებულად გრძნობდა, გრძნობდა, რომ უღალატეს,” აცხადებს მისი მეგობარი.

მამაკაცი იმასაც ამატებს, რომ ქალბატონმა არ იცოდა კონკრეტული აპლიკაციის გამოყენება, რომლის საშუალებითაც თანხა ანგარიშიდან აიღო, შესაბამისად, ფაქტია, რომ მას ამ ყველაფერში დამხმარე ჰყავდა.

 

onalem

ტესტ