fbpx
საბერძნეთი

ბავშვი, რომლის ოპერაციისთვისაც თანხა მთელი საბერძნეთიდან შეგროვდა, აღმოჩნდა, რომ არ არსებობს

ბერძნული მედია წარმოუდგენელი შემთხვევის შესახებ იუწყება, რომელიც პატრასში ხდება. ქალბატონი საზოგადოებას უკვე საკმაო ხანია დახმარებას სთხოვს და სხვადასხვა გადაცემების საშუალებით ავრცელებდნენ ინფორმაციას და ბანკის ანგარიშს, რათა თანხა შეგროვებულიყო 4 წლის ბავშვისთვის, რომელსაც თვალზე სერიოზული ქირურგიული ოპერაცია სჭირდებოდა და გერმანიაში უნდა გამგზავრებულიყო.

აღმოჩნდა, რომ ბავშვი, რომლისთვისაც თანხა მთელი საბერძნეთიდან გროვდებოდა და უამრავმა ადამიანმა გამოიჩინა გულისხმიერება, უბრალოდ, არ არსებობს, ამას კი, თავად იმ საავადმყოფოს ექიმი ამბობს, რომელშიც ბავშვს ვითომ ამ წუთისთვის მკურნალობენ.

ექიმი განმარტავს, რომ დოკუმენტაცია, რომელიც ქალმა წარადგინა ყალბია და ΑΜΚΑ ეკუთვნის სრულიად სხვა ადამიანს და არა ბავშვს, როგორც დედა ამტკიცებს. ამასთანავე ბავშვი არასოდეს უნახავს და ვინაიდან ის 4 წლის არის, ფიზიკურად შეუძლებელია არ იცოდეს მისი ვინაობა, როცა თავად 5 წელია აღნიშნულ საავადმყოფოში მუშაობს.

ფაქტია, რომ ეს ყველაფერი მიმართული იყო თანხის მითვისებისკენ, ქალს კი, შესაძლოა ჰყავს შვილი, მაგრამ მას არ ჰქვია დიონისი, როგორც საბუთებშია მითითებული, არამედ ხრისტო, ხოლო ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ აქვს.

onalem

ტესტ