fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

საბერძნეთის გმირები – პატივისცემა მეხანძრეებს, რომლებიც დროებითი კონტრაქტებით სრული დატვირთვით მუშაობენ

ყოველ ზაფხულს ერთი და იგივე ისტორია – ასობით მეხანძრე მთელი საბერძნეთის მასშტაბით ხანძრებს ებრძვის. ისინი საათებს ატარებენ ცეცხლში, რომელიც ყოველ წელს ათასობით ჰექტარს ანადგურებს. ისინი აკეთებენ, ბევრად მეტს, ვიდრე შეუძლიათ: იცავენ ხალხს, სახლებს, ტყეებს.

ისინი იმსახურებენ ჩვენს პატივისცემასა და აღიარებას.

1,200-მა მეხანძრემ, რომელიც სეზონურად მუშაობს, საბერძნეთის პრემიერს უკვე მისწერა წერილი, რომელშიც დაბალ ხელფასზე ჩივიან. მიუხედავად ამისა, ისინი თავიანთი 5 თვიანი კონტრაქტებით, უკანასკნელი ძალებით და სრული დატვირთვით მუშაობენ.

ისინი თვეში 650 ევროს იღებენ და მათი სიცოცხლე ყველა გამოძახებისას საფრთხეშია. ისინი მუშაობენ მხოლოდ 5 თვე, შემდეგ იღებენ 300 ევროს უმუშევრობისთვის მხოლოდ 3 თვის მანძილზე, შემდეგ კი არაფერს.

”ჩვენ არ ვტოვებთ ხანძრის ტერიტორიას მანამდე, სანამ ალი ბოლომდე არ ჩაქრება. იმედგაცრუებულები ვართ, რადგან სახელმწიფოს ვახსოვართ მხოლოდ მაშინ, როდესაც ზაფხულია, ხანძრების სეზონი. ეს კი წლის მანძილზე 1 ან 2 თვეა,” აღნიშნავენ მეხანძრეები.

გასულ კვირას კალამოსში მეხანძრეებთან შეხვედრისას ალექსის ციპრასმა მათ უთხრა: ”არ არსებობს თანხა, რომლითაც დაფასდება ის, რაც თქვენ გააკეთეთ.”

onalem

ტესტ