fbpx
პოლიტიკა

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიას ნაცვლად პოსტზე ნიკოს ვერტი მონიშნა

როგორც ცნობილია, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ნიკოს დენდია ლონდონში იმყოფებოდა ბრიტანელ კოლეგასთან შესახვედრად. ლიზ ტრასმა შეხვედრის შემდეგ ტვიტერზე განათავსა პოსტი, რომელშიც “დაუჯერებელი” შეცდომა დაუშვა.

როგორც ჩანს, ტრასი დაიბნა და ნაცვლად ნიკოს დენდიასი, პოსტზე ცნობილი მომღერალი, ნიკოს ვერტი მონიშნა, რომელსაც პოლიტიკასთან არანაირი კავშირი არ აქვს. პოსტი ეხება უკრაინა-რუსეთის ომს და ტრასი მწუხარებას გამოთქვამს ბერძნების გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომლებიც რუსეთის ძალადობრივ ქმედებებს ემსხვერპლნენ.

აღსანიშნავია, რომ ტრასმა მალევე შეასწორა შეცდომა.

“საბერძნეთი და გაერთიანებული სამეფო გმობენ რუსეთის უკრაინაში შეჭრას და მხარს ვუჭერთ რუსეთის იზოლაციას მსოფლიო ასპარეზზე,” წერს მინისტრი.

 

onalem

ტესტ