fbpx
პოლიტიკა

ემიგრანტები, ახალი რეფორმები, ეკონომიკა – რაზე ისაუბრებს დღეს კირიაკოს მიცოტაკი ჰოლანდიაში?!

ეკონომიკის განვითარება, გასატარებელი რეფორმები და რაც მთავარია, მიგრაციის პოლიტიკა – ეს ის ყველაფერია, რაზეც დღეს შუადღეს საბერძნეთის პრემიერი, კირიაკოს მიცოტაკი ჰააგაში, ჰოლანდიის პრემიერთან შეხვედრისას ისაუბრებს.

ეს მიცოტაკის მესამე ევროპული შეხვედრაა, პარიზისა და ბერლინის შემდეგ, სადაც გააგრძელებს ბრძოლას ქვეყნის იერსახის შესაცვლელად, რასაც სულ მოკლე ვადებში გვპირდება.

პრემიერი მიგრაციის საკითხთან დაკავშირებით გარკვევით აცხადებს, რომ მას სურს სასაზღვრო დაცვის მაქსიმალური გაძლიერება, თავშესაფრის საბუთის გაცემის პროცესში ცვლილებების შეტანა, რაც პირველ ეტაპზე საკითხის გადახედვას გულისხმობს და ასევე, ზეწოლა თურქეთზე, რომ ის წავიდეს გარკვეულ დათმობებზე. გარდა ამისა, მიცოტაკი დიდ მხარდაჭერას ელის ევროპის მხრიდან.

ჰოლანდიელ კოლეგას, მარკ რუტეს ის საბერძნეთის დროით 14:15 საათზე შეხვდება, მოკლე ხანში კი დეტალები გახდება ცნობილი.

onalem

ტესტ