fbpx
კრიმინალი

მოხუცებთან მიდიოდა და 10.000-დან 19.000 ევრომდე სძალავდა – საბერძნეთის პოლიცია 38 წლის ქალის ფოტოებს ავრცელებს

საბერძნეთის პოლიცია ემიგრანტი ქალის ფოტოებს და ვინაობას ავრცელებს, რომელსაც ბრალი თაღლითობასა და თანხის გამოძალვაში ედება. მისი მსხვერპლი კი მოხუცები არიან, თანაც არა ერთი. რაც შეეხება “მოგებას”, ერთი თაღლითური გეგმით ის მინიმუმ 10.000 ევროს მიღებას ახერხებდა.

კერძოდ, ის არის 38 წლის ვესელინა სტანოევა, ბულგარეთიდან. საბერძნეთში ემიგრაციაში დიდი ხანია იმყოფება. მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ბოლო ორი შემთხვევა დაფიქსირდა ქსანთისა და დრამას ტერიტორიებზე.

სტანოევა დრამაში 94 წლის ქალის სახლში მივიდა და მოატყუა, რომ მისი ქალიშვილი და შვილიშვილები სერიოზულ ავარიაში მოყვნენ და დიდი თანხა ესაჭიროებოდათ. ამ გზით პანიკაში ჩავარდნილი მოხუცისგან მან 19.000 ევრო აიღო.

მეორე შემთხვევისას კი, ქსანთიში, ამავე გზით, 81 წლის მოხუცი მოატყუა, რომელსაც 10.000 ევრო გამოართვა.

ბულაგრელი ქალი დაკავებულია და მიმდინარეობს გამოძიება მის მიერ ჩადენილი სხვა დანაშაულების გამოსავლენადაც.

onalem

ტესტ