fbpx
კრიმინალი

ვიქტორიაზე მდებარე ბინაში ემიგრანტებს 15-40 ევროს ახდევინებდნენ – საბერძნეთი სამ მათგანს დეპორტაციისთვის ამზადებს

ვიქტორიის მოედანზე არსებული რთული ვითარება და ფაქტი, რომ ემიგრანტებს ხშირ შემთხვევაში წასასვლელი არ აქვთ, უცხო ქვეყნის მოქალაქემ საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენა.

გავრცელებული ინფორმაციით 31 წლის მამაკაცი არალეგალ და ზოგიერთ თავშესაფრის საბუთის მქონე ემიგრანტს ბინას სთავაზობდა და ერთი ღამის გათევაში 15-დან 40 ევრომდე ართმევდა. გარდა ამ უკანონო საქმიანობისა, ის არღვევდა უსაფრთხოების წესებს, რაც არ ითვალისწინებს ერთ ვიწრო, დახურულ სივრცეში სხვადასხვა ადამიანების ყოფნას, ვინაიდან ეს ხალხი მუდმივად იცვლებოდა.

ირკვევა, რომ გამოძიების შედეგად პოლიციამ მამაკაცი იპოვა ვიქტორიის მოედანზე, სწორედ მაშინ, როდესაც ოთხ ემიგრანტს ბინაში შესვლაზე უთანხმდებოდა, მათ კი ბარგი მიჰქონდათ.

არაფორმალური ჩხრეკის შედეგად აღმოჩნდა, რომ ბინაში ოთხი ქალი უნდა შესახლებულიყო, საიდანაც სამი არალეგალია და ადმინისტრაციულ დეპორტაციას ექვემდებარება. სხვადასხვა პროცესის გავლის შემდეგ მოხდება მათი საბერძნეთიდან გაძევება.

31 წლის ბრალდებული ათენის პროკურატურაში გადაიყვანეს და როგორც ცნობილია, ეძებენ მის თანამზრახველსაც.

onalem

ტესტ