fbpx
პოლიტიკა

როგორ დაიწყო ათენის ახალმა მერმა პირველი სამუშაო დილა?!

დღეს ათენის მერმა საკუთარი სამუშაო დილა დასუფთავების სამსახურში სტუმრობით დაიწყო. კოსტას ბაკოიანი იქ 07:20 საათზე, მუნიციპალიტეტის საბჭოს წევრთან, ნიკოს ავრამიდისთან ერთად მივიდა.

ბაკოიანიმ ხელმძღვანელობასთან ერთად განიხილა ყველა ის საშუალება, რომელიც ათენს სახეს უახლოეს მომავალში სრულიად შეუცვლის. ქალაქის როგორც ცენტრი, ასევე გარეუბნები, გაცილებით სუფთა და დეკორატიული გახდება.

“თქვენთან ერთად, ამ დროისთვის არსებული ტექნიკისა და ადამიანური რესურსების საშუალებით, ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ წინ, რათა ქალაქის იერსახე შევცვალოთ. ეს ყველაფერი საწყის ეტაპზე, თუმცა, რა თქმა უნდა, ვუზრუნველყოფთ, რომ უახლოეს მომავალში, თანამშრომლები აღვჭურვოთ ყველა საჭირო ტექნიკით, რომელიც ახლებური ტიპის იქნება. ამ ყველაფრით შევძლებთ ათენი ბევრად სუფთა და მეგობრული ქალაქი გავხადოთ,” თქვა ქალაქის ახალარჩეულმა მერმა, კოსტას ბაკოიანიმ.

onalem

ტესტ