fbpx
პოლიტიკა

“მიცოტაკის მიერ შემოთავაზებული დახმარება კაპიკებია” – ალექსის ციპრა მოსახლეობის დახმარების პაკეტზე

“ΣΥΡΙΖΑ”-ს ლიდერმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ალექსის ციპრამ, კომენტარი გააკეთა დახმარების პაკეტთან დაკავშირებით, რომელიც კირიაკოს მიცოტაკიმ გუშინ, 16 მარტს დააანონსა.

“პირველად ვხედავ, რომ პრემიერ-მინისტრი დახმარების ზომებს აანონსებდეს და საუბრობდეს კაპიკებზე.

რა თქმა უნდა, ვინაიდან მან თავად გააუქმა სოციალური დივიდენდები (800 მილიონი ევრო) და მე-13 პენსია (დღემდე 2,7 მილიარდი ევრო), ლოგიკურია. ყოველ შემთხვევაში, აქვს თვითშემეცნების განცდა,” წერს ციპრა.

როგორც უკვე ცნობილია, მიცოტაკიმ განაცხადა, რომ გამოიყოფა 1,1 მილიარდი ევრო, რათა მოსახლეობას შეუმცირდეს გადასახადები ელექტრო ენერგიაზე, ბუნებრივ აირსა და საწვავზე. მთავრობა მოსახლეობის ნაწილს, რომელსაც წლიური შემოსავალი 30.000 ევროზე ნაკლები აქვს, არ დაურიგებს თანხას, მაგრამ სუბსუდირების საშუალებით, გადასახადები, რომლებიც თვის ბოლოს მიუვათ, იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე რეალური საფასური. ანუ გაძვირების შედეგად არსებულ განსხვავებას მთავრობა დაფარავს.

 

onalem

ტესტ