fbpx
საბერძნეთი

“ექსპერტებს ეშინიათ და ელოდებიან გამოჩნდეს შედეგები, რომლებსაც დღესასწაულები დატოვებს” – კარანტინის გადავადების მიზეზები

როგორც უკვე ცნობილია, ნიკოს ხარდალიასმა საბერძნეთში კარანტინის 18 იანვრამდე გადავადება დააანონსა. მასთან ერთად ისაუბრა პროფესორმა, ვანა პაპაევანგელუმ, რომელმაც განმარტა, თუ რის გამო არ იხსნება სხვა დაწესებულებები, გარდა სკოლებისა და საბავშვო ბაღებისა.

“ექსპერტებს ძალიან ეშინიათ და ელოდებიან, რომ გამოჩნდეს შედეგები, რომლებსაც დატოვებს სადღესასწაულო პერიოდი. 

ჩვენი პრიორიტეტი იყო და არის განათლება, მაგრამ არ არის შესაძლებელი ყველა სკოლის გახსნა. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ღიად დარჩეს საწყებითი კლასების სკოლები და შემდეგ უკვე, უახლოეს მომავალში გაიხსნას საშუალო სკოლებიც.

მინდა აღვნიშნო, რომ ექიმებთან ერთად, გმირები არიან მასწავლებლებიც, რომლებიც ფასდაუდებელ საქმეს აკეთებენ,” ამბობს პაპაევანგელუ.

ამრიგად, ექსპერტებისთვის ახლა დიდ თავის ტკივილად რჩება შობა-ახალი წლის და ნათლისღების დღეებში დარღვეული წესები და ზომები და ფიქრობენ, რომ რამდენიმე კვირაში ვიხილავთ ცუდ შედეგებს. სწორედ აქედან გამომდინარე მოუწოდებენ მთავრობას ფრთხილი ნაბიჯების გადადგმისკენ.

“საბერძნეთი 10 თვეა პანდემიას ყველანაირი ძალისხმევით ებრძვის. არის რეგიონები, სადაც ზომები უმკაცრესად უნდა დავიცვათ და ძალიან ვიფრთხილოთ,” განაცხადა ნიკოს ხარდალიასმა.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ატიკის რეგიონსა და ათენის ცენტრში ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდა საკმაოდ სტაბილურია და არ მიუღწევია კრიტიკული ნიშნულისთვის.

 

onalem

ტესტ