fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიციას მძარცველის დაკავებაში გარეული ღორი “დაეხმარა”

მანის მუნიციპალიტეტში უჩვეულო ინციდენტი მოხდა. 28 წლის მამაკაცი, ორ თანამზრახველთან ერთად, ერთ-ერთ სახლში ძარცვის მიზნით შეიჭრა და ოქრო წაიღეს. ადგილზე პოლიცია მობილიზდა და ის მიმდებარე ტერიტორიაზე მალევე დააკავეს. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, საქმეში კიდევ სხვა ფაქტორიც იყო ჩართული.

როგორც 28 წლის დაკავებულმა თქვა, ძარცვის შემდეგ ის ერთ-ერთი გორაკისკენ გაიქცა, სადაც თავის შეფარებას და პოლიციისგან დამალვას აპირებდა, თუმცა, იქ გარეული ღორი დაესხა თავს და უკან გამოქცევა მოუწია. სწორედ ამ დროს დააკავეს ის ოფიცრებმა.

აღსანიშნავია, რომ დაზიანებების გამო მისი საავადმყოფოში გადაყვანა გახდა საჭირო.

როგორც პოლიციამ დაადგინა, მას თავის თანამხრახველებთან ერთად სხვა მსგავსი დანაშაულებიც აქვთ ჩადენილი.

onalem

ტესტ