fbpx
პოზიტივისაზოგადოება

საბერძნეთი: ავღანეთიდან ლტოლვილმა ცოლ-ქმარმა ფულით სავსე საფულე იპოვა და პატრონს დაუბრუნა

მიტილინის საგზაო პოლიციის უფროსი მედიასთან საუბრისას ჰყვება, თუ როგორ მიუტანა ავღანეთიდან დევნილმა ოჯახმა მას საფულე, რომელიც ქუჩაში სრულიად შემთხვევით იპოვეს.

პატიოსნებას და სიკეთეს არ აქვს ეროვნება… ამ ღირსებებს ვერ ლახავს ვერც გაჭირვება, თუნდაც, შიმშილსა და ომს გამოქცეული იყოთ. სწორედ ამის მაგალითია ცოლ-ქმარი, რომელიც კუნძულ მიტილინზე მასპინძელ სტრუქტურაში ცხოვრობს და ავღანეთიდან ლტოლვილები არიან, მცირეწლოვან შვილთან ერთად.

ირკვევა, რომ ოჯახმა იპოვა საფულე, რომელშიც რამდენიმე საკრედიტო და სადებეტო ბარათი იდო და ამასთანავე, 150 ევრო. მათ ერთი წუთითაც არ უყოყმანიათ, საფულე მაშინვე იქვე მყოფ პოლიციელს მისცეს და მიუთითეს, თუ სად იპოვეს.

გამომდინარე იქიდან, რომ შიგნით დოკუმენტებიც იდო, პატრონის პოვნა მალევე მოხერხდა და კუთვნილი ნივთები უკლებლივ, ფულთან ერთად დაუბრუნდა.

onalem

ტესტ