fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთის პოლიცია დღეს და ხვალ მუშაობას აძლიერებს – სად იქნება მკაცრი კონტროლი?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, საბერძნეთის პოლიცია დღეს და ხვალ ანუ შაბათ-კვირას განსაკუთრებულ რეჟიმში იმუშავებს.

კერძოდ, მკაცრად გაკონტროლდება სანაპიროები, მთის ტერიტორიები, პარკები. აღნიშნული ზომების მიზეზი კი არის კარგი ამინდი, რომელსაც ხალხი გარეთ “გამოჰყავს” და ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ადგილი ივსება.

პოლიციის ოფიცრები ხალხის გადატვირთულობას გაუწევენ კონტროლს, რათა დაცული იყოს უსაფრთხოების ზომები.

ამავე წყაროს ინფორმაციით, ოფიცრები ხშირად იმოძრავებენ იმიტოს, პარნითას და პენდელის ტერიტორიებზე, ასევე ათენის სამხრეთ გარეუბნებსა და პირეაზე.

მიუხედავად ღრუბლიანობისა, დღეს და ხვალ ქვეყანაში სეზონისთვის შეუსაბამოდ დათბება და კრეტაზე ტემპერატურა 28-29 გრადუსსაც კი მიაღწევს.

onalem

ტესტ