fbpx
საბერძნეთი

რა ღირს საბერძნეთში PCR ტესტი კორონავირუსზე და ტესტი ანტისხეულებზე, რომელიც მოგზაურობისთვის გვჭირდება? – საჭირო ინფორმაცია

ვიდრე საკითხს განვიხილავდეთ, აღვნიშნავთ, რომ ფასები, რომლებიც ქვემოთ არის მოყვანილი, არ არის სტანდარტული, შესაძლოა სხვადასხვა დიაგნოსტიკურ ცენტრებსა და საავადმყოფოებში სხვადასხვა ღირებულება ჰქონდეს, თუმცა, ჩვენ წარმოგიდგენთ მინიმალურ ფასს, რომელიც კორონავირუსის PCR ტესტის გაკეთებაში შეიძლება გადაიხადოთ.

როგორც უკვე ცნობილია, მათთვის, ვინც არ არიან ვაქცინირებულნი კორონავირუსზე, სავალდებულოა, მოგზაურობის დროს წარმოადგინონ PCR ტესტის უარყოფითი პასუხი. ტესტი გაკეთებული უნდა იყოს გამგზავრებამდე მინიმუმ 72 საათით ადრე.

თუ კორონავირუსი გადატანილი გაქვთ, უნდა გაიკეთოთ ტესტი, რომელიც დაადასტურებს თქვენს ორგანიზმში ანტისხეულების არსებობას.

საინტერესოა, რა ღირს ამ ტესტების გაკეთება, რომელიც დაგვჭირდება იმისთვის, რომ მოგზაურობა შევძლოთ.

PCR ტესტის ღირებულება იწყება 40 ევროდან და მაქსიმალური ფასი 60 ევროს უდრის, ისეთ დიაგნოსტიკურ ცენტრებში, როგორიცაა მაგალითად: Bioiatriki, Medione, IASYS და ა.შ.

რაც შეეხება, ტესტს ანტისხეულებზე, ღირებულება 25 ევროდან იწყება და 30 ევრომდე მერყეობს. მის გაკეთებამდე აუცილებლად უნდა გაესაუბროთ მედიკოსს, თუ ზუსტად როდის გადაიტანეთ ვირუსი, რადგან აღნიშნული ტესტის გაკეთება ყველა შემთხვევაში ეფექტური არ არის.

თუ გნებავთ, რომ ჩაიტაროთ სწრაფი ტესტი ანუ ე.წ. Rapid Test, ეს ტესტი 20 ევრო დაგიჯდებათ და პასუხიც მოკლე დროშია ცნობილი. თუმცა, ამ ტესტის გამოყენება შეგეძლებათ მხოლოდ საბერძნეთის ტერიტორიაზე, კუნძულების მიმართულებით გადაადგილებისას, ისევე როგორც თვით-ტესტირების, რაც აფთიაქებში უფასოდ გაიცემა AMKA-ს საშუალებით, კვირაში ერთხელ.

აღსანიშნავია ისიც, რომ თუ გნებავთ სახლში მოგემსახუროთ მედიკოსთა ჯგუფი, ტესტის გაკეთება გაცილებით ძვირი დაგიჯდებათ, ზოგ შემთხვევაში ტესტის საფასურს ემატება 30 ევრო, ზოგ შემთხვევაში კი 60 ევრო.

*თუ ვაქცინა გაქვთ გაკეთებული, საზღვრის კვეთისას მხოლოდ ამის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენთ.

 

onalem

ტესტ