fbpx
საბერძნეთი

სექტემბერში საბერძნეთში პირბადის ტარების ვალდებულება იხსნება?! – ნახეთ, რა არის მოსალოდნელი

პროფესორმა, მატინა პაგონიმ ტელეკომპანია ΣΚΑΙ-ზე კიდევ ერთხელ ისაუბრა პირბადეების ტარების ვალდებულების გაუქმებაზე და სავარაუდო თარიღებზე. ცხადია, საუბარია ღია სივრცეებში პირბადის ტარების ვალდებულების მოხსნაზე (და არა დახურულ სივრცეებში), რაც, ჩვეულებრივ, ვაქცინაციის მაღალი დონის მიღწევის ფონზე ხდება.

“მინდა ვთქვა, რომ საავადმყოფოები ნელ-ნელა უბრუნდება ნორმალურ მდგომარეობას და კოვიდ-19-ის რეფერალური საავადმყოფოების სტატუსიდან გადადიან ჩვეულებრივ სტატუსში. 

თუ ვაქცინაცია ამ ტემპით გაგრძელდა, აგვისტოს ბოლოს ვაქცინირებულთა რიცხვი 80%-ს მიაღწევს და დაახლოებით 20 სექტემბრისთვის პირბადეების მოხსნას შევძლებთ. ღია სივრცეებში, ვვარაუდობ, რომ აღარ იქნება სავალდებულო ნიღბების ტარება.

რაც შეეხება 17 წლის მოზარდს, რომელიც რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება, მას არ აქვს არანაირი თანმდევი დაავადება და ასეთი შემთხვევა პირველი არ არის. 

ჩვენ გვყავდა კიდევ ორი ახალგაზრდა, 18 და 25 წლის, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში ჩაცვივდნენ კოვიდის გამო, რეალურად კი, იქამდე სრულიად ჯანმრთელები იყვნენ. ეს არის დასტური იმისა, რომ ამ ვირუსმა არ იცის ასაკი. ვაქცინაცია მოგვცემს გარანტიას, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მაინც დაინფიცირდება, ვირუსს მსუბუქად გადაიტანს,” ამბობს პაგონი.

 

onalem

ტესტ