fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთში ეპიდმდგომარეობა მძიმდება – მხოლოდ 1 თვეში ჰოსპიტალიზირებულთა რაოდენობა სამჯერ გაიზარდა

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, საავადმყოფოებში მიმდინარეობს უბრალო საწოლებით უზრუნველყოფის გეგმის განხორციელება მას შემდეგ, რაც ბოლო კვირების მანძილზე ფიქსირდება ინფიცირებულთა შემთხვევების განსაკუთრებული ზრდა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნულმა ორგანიზაციამ მხოლოდ ბოლო 1 კვირაში გამოავლინა კოვიდით ინფიცირების 146.000 შემთხვევა, ხოლო აქედან მოხდა 2.289 ადამიანის ჰოსპიტალიზაცია. პაციენტების მცირე, მაგრამ უწყვეტმა ნაკადმა გამოიწვია ის, რომ ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვი მხოლოდ ბოლო 1 თვეში სამჯერ გაიზარდა. 14 ივნისისთვის საავადმყოფოებში, კოვიდის გამო, სულ 804 ადამიანი იყო მოთავსებული, ხოლო გასული 24 საათის მონაცემებით, მათი რიცხვი 2.195-მდეა გაზრდილი, რომელთაგან 1.707 უბრალო საწოლებშია მოთავსებული.

როგორც ჩანს, საბერძნეთში ეპიდმდგომარეობა მძიმდება, თუმცა, ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, მოსახლეობისთვის რაიმე შემზღუდველი ზომების დაწესება ამ დროისთვის არ იგეგმება, ყველა ის აკრძალვა კი, რომელიც ზაფხულამდე იყო ძალაში, შემოდგომიდან კვლავ გადაიხედება და მთავრობა შესაბამის ზომებს საჭიროებისდა მიხედვით მიიღებს.

onalem

ტესტ