fbpx
საზოგადოება

ოთხი ბერძენი მსოფლიოს მილიარდელთა სიაში – ვინ არიან ისინი?!

ამერიკული ბიზნეს ჟურნალი Forbes ყოველწლიურად აქვეყნებს მსოფლიოში უმდიდრეს ადამიანთა სიას. 2018 წლის გამოცემაში კი 4 ბერძენი ბიზნესმენი მოხვდა, რომლებიც სიაში მოწინავე პოზიციებს იკავებენ. თუმცა, მათ გარდა არის კიდევ 12 ბერძნული წარმომავლობის ადამიანი, რომელებიც საბერძნეთის გარდა, სხვა ქვეყნების მოქალაქეობითაც სარგებლობენ.

კერძოდ, მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა შორის არიან:

1) სპიროს ლაცისი, ბიზნეს მაგნატი, იანის ლაცის ვაჟი, რომელიც 2003 წელს გარდაიცვალა. 2018 წლის მონაცემებით, მისი შემოსავალი 3, 2 მილიარდ დოლარს ანუ 2, 76 მილიარდ ევროს უდრის.

2) ფილიპ ნიარხოს, სტავროს ნიარხოს და ევგენია ლივანოს უფროსი ვაჟი. მისი ქონება 2, 42 მილიარდ ევროს უდრის.

3) არისტოტელის მიცაკიდისი, რამდენიმე კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი, რომლის ქონებაც 2, 16 მილიარდ ევროს აღწევს.

4) ვარდის ვარდინოიანი- 85 წლის ბიზნესმენი, რომელიც მსოფლიოს უმდიდრეს ადამიანთა სიაში 1999-ე ადგილს იკავებს, 0,95 მილიარდი ევროთი.

onalem

ტესტ