fbpx
კრიმინალი

მკვლელობაში ბრალდებული პატიმარი პოლიციას გაექცა – ის საკუთარ სამშობლოში დაბრუნებას ცდილობდა

ექსკლუზიური ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა უცხო ქვეყნის მოქალაქემ პოლიციის კონტროლის არედან გაღწევა შეძლო. როგორც ცნობილია, ის უნივერსიტეტში სწავლობდა, რის გამოც ციხიდან პირობითად იყო გათავისუფლებული და ატარებდა სპეციალურ სამაჯურს, რომლითაც მისი სრული კონტროლი ხორციელდებოდა. თუმცა, მან ერთ-ერთი გასვლისას ეს სამაჯური გადაჭრა და სამშობლოში დაბრუნება სცადა.

შემთხვევა გუშინ საღამოს 19:00 საათის შემდეგ მოხდა. როგორც პოლიცია იუწყება, ბოლოს ის კიფისოს ΚΤΕΛ-ში დააფიქსირეს, სადაც, სავარაუდოდ, სპეციალური სამაჯური გადაჭრა და შემდეგ გაუჩინარდა.

საბერძნეთმა მაშინვე გასცა ბრძანება, რომ მისთვის ყველა სასაზღვრო ტერიტორია დაებლოკათ და საბერძნეთიდან ვერ გაეღწია.

მამაკაცს ბრალად ასევე ედება ნარკოტიკებით ვაჭრობა და მანქანების ქურდობა. ის ალბანეთის მოქალაქეა.

იხილეთ ფოტოები:

 

onalem

ტესტ