fbpx
კრიმინალიმსოფლიო

“ავტომობილი გაჩერდა და იქიდან საქართველოს მოქალაქე გადმოაგდეს” – კიდევ ერთი ემიგრანტის მკვლელობა უცხოეთში

ბოლო პერიოდის მანძილზე ხშირად იწერება უცხო ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების გარდაცვალების შესახებ, რომელთაგან უმეტესობას განზრახ მკვლელობის მუხლით იძიებენ. თუმცა, ამჟამად დაუდგენელია, თუ რასთან გვაქვს საქმე, რადგან, სავარაუდო დამნაშავეებმა ქართველი მამაკაცი მანქანიდან საავადმყოფოსთან გადმოაგდეს და გაიქცნენ.

შემთხვევა პოლონეთის დედაქალაქში მოხდა და ამის შესახებ პოლონური გამოცემა Dorzeczy წერს.

მისივე ინფორმაციით, 6 თებერვალს, ვარშავის ერთ-ერთ ჰოსპიტალთან ავტომობილი გაჩერდა, საიდანაც დაუდგენელმა პირებმა საქართველოს მოქალაქის ცხედარი გადმოაგდეს.

“ამ ეტაპზე პოლიცია ავტომობილში მყოფი პირების ვინაობის და 45 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზების დადგენას ცდილობს. გამორიცხული არ არის, რომ ავტომობილში მყოფი პირებიც უცხოელები იყვნენ“, – წერს გამოცემა.

ექიმების ინფორმაციით, მამაკაცი მარჯვენა მხარში იყო დაჭრილი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით.

“ამ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს ძიება. პროკურატურის თანამშრომლებმა ადგილზე საგამოძიებო ღონისძიებები ჩაატარეს. ამ ეტაპზე მეტს ვერაფერს გეტყვით“, -განაცხადა პროკურატურის წარმომადგენელმა მარცინ სადუშმა.

onalem

ტესტ