fbpx
საზოგადოება

“ვერასოდეს დავივიწყებ მომენტს, როცა ციხის კარი დახურეს და გავიაზრე, რომ ვერსაც წავიდოდი” – 53 წლის დამლაგებელი

დღეს სასამართლო 53 წლის დამლაგებელი ქალის საქმეზე პროცესს გამართავს. ის ამ დღეს დიდი ხანი ელოდა და როგორც ამბობს, ძალიან ღელავს.

53 წლის დამლაგებელს ბრალად სკოლის ატესტატის გაყალბება ედება, რომელიც შემდგომში სამსახურის დასაწყებად გამოიყენა. მას შემდეგ კი 18 წელი საკუთარ საქმეს პატიოსნად ემსახურა. ამის გამო თავდაპირველად 10 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს და მან 23 დღე ელეონას ციხეში გაატარა.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ოჯახთან ერთად ვარ. ჩემთვის წარმოუდგენლად ჟღერს, რომ გარეთ ვარ. ფსიქოლოგიურად არ ვარ კარგად. ციხეში ერთი დღის გატარებაც კი ძნელია. მას შემდეგ, რაც გამათავისუფლეს არც სუპერმარკეტში, არც საცხობში, აივანზეც კი არ გავსულვარ. რაც მოხდა, ჩემზე ძალიან ცუდად იმოქმედა. სამეზობლო მიცნობს, იციან ვინც ვარ, მაგრამ თავს უცნაურად ვგრძნობ.

ციხეში როცა ვიჯექი, არ ვფიქრობდი, რომ იქ წლებს გავატრებდი. ვფიქრობდი, რომ ხვალ საკანს დავტოვებდი. ძალიან შეშინებული ვიყავი. არც კი ვიცოდი რასთან მქონდა საქმე, ბავშვივით ვიყავი, რომელიც უაპტრონოდ არის და თავისით უნდა გადარჩეს. ჩემთან ერთად ისხდნენ ძირითადად ფინანსურ დანაშაულში, ორი კი მკლელობაში ბრალდებული ქალი. ყველაზე საშინელი მომენტი იყო კარის ხმა, რომელიც დაიხურა და შენ არსად შეგიძლია წასვლა. იქ 23 დღე გავატარე და ეს დრო გაიყინა. როგორ ატარებენ ციხეში 10 წელს?!” – ამბობს დიმიტრა ციადაკი.

onalem

ტესტ