fbpx
საბერძნეთი

პარასკევს საბერძნეთში შესაძლოა კიდევ ერთი თამამი ნაბიჯი გადაიდგას – რას ამბობს ადონის გეროგიადისი

საბერძნეთის განვითარების მინისტრმა, ადონის გეორგიადისმა მედიასთან საუბრისას დიდი ოპტიმიზმი გამოხატა და განაცხადა, რომ პარასკევიდან საბერძნეთში შესაძლოა კიდევ ერთი თამამი ნაბიჯი გადაიდგას.

საუბარია სამ საკითხზე:

  • გადაადგილების 00:30 საათიდან აკრძალვის გაუქმებაზე
  • კაფეებსა და რესტორნებში მუსიკის აკრძალვის გაუქმებაზე
  • ცეკვის სტუდიების გახსნაზე.

    ამრიგად, შესაძლებელია, რომ პარასკევიდან გადაადგილებაზე აკრძალვა სრულიად მოიხსნას, ხოლო კაფეებში დაბრუნდეს მუსიკა, რაც ასე მოენატრათ ახალგაზრდებს.

გარდა ამისა, გეორგიადისმა ისაუბრა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენელთათვის ვაქცინაციის ვალდებულებაზე:

“კარგით, ვთქვათ, რომ ვაქცინაცია არის მათთვის სავალდებულო და ვინმე კონკრეტული ადამიანი არ წავიდა ვაქცინის გასაკეთებლად. მითხარით, რა იქნება მისი სასჯელი?! 

ვფიქრობ, რომ კონსტიტუცია მათ ვაქცინის გაკეთებას ვერ დაავალდებულებს, რადგან ისინი მუდმივი საჯარო მოხელეები არიან.”

ოფიციალური განცხადება კვირის ბოლოსთვის გახდება ცნობილი.

 

onalem

ტესტ