fbpx
საბერძნეთი

2023 წლის ზაფხულის სეზონზე ბერძნული გემები 5,6 მილიონი ადამიანს მოემსახურნენ

2023 წლის ტურისტული სეზონი საბერძნეთში საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა და 2022 წელთან შედარებით, დაფიქსირდა  8,59%-იანი ზრდა, გადაადგილების თვალსაზრისით.

წლევანდელ სეზონზე ატიკის ყველაზე დიდი პორტებიდან, პირეას, რაფინა, ლავრიო, არც მეტი, არც ნაკლები 5,6 მილიონმა ადამიანმა იმგზავრა. კონკრეტულად, ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით, გემები მოემსახურნენ 5.613.856 ადამიანს, ხოლო 2022 წლის ზუსტად იგივე პერიოდში, გემებით იმგზავრა 5.169.646-მა ადამიანმა.

2023 წელს მხოლოდ პირეას პორტიდან იმოგზაურა 3.007.125-მა ადამიანმა, რაც 2022 წელთან შედარებით, 4,84%-ით მეტია.

რაფინას პორტი წელს მოემსახურა 955.051 მგზავრს, ლავრიოს პორტი კი, 405.941 მგზავრს.

სტატისტიკის მიხედვით, საკმაოდ შთამბეჭდავია გადაადგილების ტენდენციის ზრდა არგოსარონიკოს ყურის კუნძულების მიმართულებითაც, სადაც გაემგზავრა 1,2 მილიონი მგზავრი, ეს მაჩვენებელი კი 2022 წელთან შედარებით 15,23%-ით მეტია.

onalem

ტესტ