fbpx
პოლიტიკასაბერძნეთი

“ბერძნულ-ამერიკული ურთიერთობები იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე” – ენტონი ბლინკენი ხანიაში, მიცოტაკის შეხვდა

ამერიკის საგარეო საქმეთა მინისტრი, ენტონი ბლინკენი ხანიაში იმყოფებოდა, სადაც კირიაკოს მიცოტაკის შეხვდა. ეს მნიშვნელოვანი პოლიტიკური ვიზიტი იყო, რომლითაც კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი ბერძნუ-ამერიკული ურთიერთობების სიმჭიდროვეს, რაც თავად ბლინკენმაც აღნიშნა.

აშშ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა აღიარა საბერძნეთის, როგორც სტაბილურობის ფაქტორისა და სანდრო მოკავშირის როლი, ისაუბრა ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობაზე და განვითარების პერსპექტივაზე.

საბერძნეთითვის განსაკუთრებით მნიშველოვანია საკითხი, რომელიც ეხება ამერიკული კონკრესის მიერ F-35-ების საბერძნეთისთვის მიყიდვის განხილვას, მიუხედავად განვითარებული მოვლენებისა, რასაც ათენი დადებითად აფასებს.

ბლინკენისა და მიცოტაკის საუბარი ასევე შეეხო თურქულ-ბერძნულ ურთიერთობებს და ამერიკულმა მხარემ გამოხატა კმაყოფილება ორ ქვეყანას შორის არსებულ მცდელობასთან დაკავშირებით, რომ დაასტაბილურონ ვითარება, ბლინკენი თვლის, რომ არსებობს “შესაძლებლობების ფანჯარა”. ამერიკული მხარის განსაკუთრებულ ინტერესს წარმოადგენს ნატოს წევრ ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის თავიდან აცილება.

onalem

ტესტ