fbpx
საბერძნეთი

ბერძენმა მამაკაცმა მანქანა უკანონოდ გააჩერა და ადგილობრივებმა “დასჯის” მიზნით ნაგვით აავსეს

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევა ტრიპოლში მოხდა, სადაც ბერძენი მამაკაცი უკანონო პარკირებისთვის, პოლიციის ნაცვლად, თავად ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა დასაჯეს.

როგორც ირკვევა, მან მანქანა საგვის ურნებთან გააჩერა, სადაც არის შესაბამისი ნიშნები, რომ პარკირება აკრძალულია. მიუხედავად ამისა, ყურადღება არ მიაქცია, მანქანა გააჩერა და წავიდა. როდესაც ადგილობრივებმა ნახეს, თუ სად ეყენა მანქანა, გადაწყვიტეს, რომ მისთვის ჭკუა ესწავლებინათ.

როცა მანქანის პატრონი მის წასაყვანად დაბრუნდა, ნახა, რომ სავსე იყო ნაგვით, კარდონისა და პლასტმასის ყუთებით.

onalem

ტესტ