fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: კარანტინი მოიხსნა, მაგრამ გადაადგილებისთვის ცნობები მაინც საჭიროა – ვის ეხება?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ დღეიდან, 14 მაისიდან, საბერძნეთში კარანტინი მოიხსნა, გადადგილებისთვის მაინც საჭიროა ცნობები, კონკრეტულ შემთხვევებში.

რა თქმა უნდა, გაუქმებულია SMS-ების გაგზავნის ვალდებულება, თუმცა, ისინი, ვინც მუშაობენ იმ საათებში, რა საათებშიც გადაადგილება აკრძალულია, საჭიროებენ ცნობებს, რომ არ დაჯარიმდნენ 300 ევროთი.

კერძოდ, თუკი მუშაობთ სამსახურში, რომელიც მოიცავს საათებს, 00:30-დან დილის 05:00 საათამდე (ვინაიდან ზოგიერთი დასაქმებული მუშაობს ღამის სამსახურში) აუცილებლად გჭირდებათ გქონდეთ ცნობა, სადაც მითითებული იქნება აღნიშნული, რათა შემოწმების შედეგად არ დაჯარიმდეთ.

აღნიშნული ცნობა უნდა გადმოგცეთ დამსაქმებელმა ან ამობეჭდოთ ΕΡΓΑΝΗ-ს პლატფორმიდან.

ასევე, მითითებული უნდა იყოს:

  • თანამშრომელი არ იმყოფება კუთვნილ შვებულებაში
  • არ ხართ გადასული მუშაობის ონლაინ რეჟიმში
  • არ შეგიჩერებიათ მუშაობა პანდემიის პერიოდში.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ცნობა სჭირდებათ მხოლოდ მათ, ვინც მუშაობს იმ საათებში, როცა გადაადგილება აკრძალულია, 05:00 საათიდან 05:00 საათამდე.

 

onalem

ტესტ