fbpx
კატეგორიის გარეშე

წვიმა და ძლიერი ქარი: საბერძნეთში ამინდი იცვლება – ნახეთ პროგნოზი

ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, საბერძნეთში ამინდი უარესდება. ირკვევა, რომ ცვლილება დაკავშირებულია ატმოსფეროში არსებულ რღვევებთან, რაც ამინდის დროებით გაუარესებას გამოიწვევს.

ირკვევა, რომ ხვალ, 15, მაისს დასავლეთ, ცენტრალურ და ჩრდილოეთ საბერძნეთში მოსალოდნელია პერიოდული წვიმები, ელჭექით და ძლიერი ქარი. ამინდი საგრძნობლად შეიცვლება იონიის და ეგეოსის ზღვის კუნძულებზე.

Meteo.gr-ის ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს 3-დან 7 გრადუსამდე და საგრძნობლად აცივდება ქვეყნის ცენტრალურ და ჩრდილოეთ ნაწილში.

პერიოდული წვიმები გასტანს შაბათს ღამემდე, ხოლო შემდეგ, როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, ამინდი შედარებით გაუმჯობესდება.

ათენში ხვალ ტემპერატურა მაქსიმუმ 24 გრადუსამდე გათბება, ხოლო თესალონიკში 20 გრადუსამდე.

onalem

ტესტ