fbpx
საბერძნეთი

საბერძნეთი: მაღაზიები კვირა დღეს ღია იქნება – ნახეთ განსაკუთრებული სამუშაო გრაფიკი

ოფიციალური ინფორმაციით, საბერძნეთში მიმდინარე და მომდევნო კვირაში მაღაზიები განსაკუთრებულ რეჟიში იმუშავებენ.

კერძოდ, როგორც სავაჭრო ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, 16 და 23 მაისს, კვირა დღეებში, მაღაზიები ღია იქნება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეხება როგორც კომერციულ მაღაზიებს, ასევე, სუპერმარკეტებს, აფთიაქებს, შინაური ცხოველების საკვებისა და აქსესუარების მაღაზიებს და ა.შ.

ირკვევა, რომ ღია იქნება სილამაზის სალონებიც და მოლებიც.

ამავე წყაროებზე დაყრდნობით, სამუშაო საათები განისაზღვრება დილის 07:00-დან 21:00 საათამდე, სურვილისამებრ.

 

onalem

ტესტ