fbpx
საბერძნეთი

1.500 ევროიანი ჯარიმები ბერძენ მღვდლებს, რომლებმაც ეკლესიებში უსაფრთხოების წესები დაარღვიეს

თესალონიკის გარეუბნებში მდებარე ორი ტაძრის მოძღვრები საბერძნეთის პოლიციამ მიღებული ზომების დარღვევის გამო დააჯარიმა.

ირკვევა, რომ ტაძრებში დაფიქსირდა ხალხით გადატვირთულობა, რის გამოც თითოეული მათგანი 1.500 ევროთი დაჯარიმდა.

აღნიშნულის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც პოლიციის განყოფილებებში შევიდა ზარები, საჩივრებით, რომ ეკლესიებში ფიქსირდებოდა ზომების უხეში დარღვევა და მოსახლეობაში კორონავირუსის გავრცელების განსაკუთრებით მაღალი რისკი არსებობდა. შესაბამისად, პოლიცია ადგილზე მივიდა და მოძღვრები დააჯარიმა.

onalem

ტესტ