fbpx
საბერძნეთი

დღეიდან სავალდებულო ვაქცინაცია საბერძნეთში! ჯარიმა 100 ევრო, ყოველ თვე, 60 წელს გადაცილებულებისთვის

დღეს 17 იანვარია, რაც ნიშნავს, რომ საბერძნეთში ყოველ 60 წელს გადაცილებულ პირს, რომელსაც ვაქცინა ჯერ არ გაუკეთებია, ყოველ თვე 100 ევროიანი ჯარიმა ელის. გამონაკლისია მხოლოდ იანვარი, რომელზეც განსაზღვრულია 50 ევრო, რადგან მხოლოდ ნახევარი თვე ითვლება.

ჯარიმების გამოწერა მოხდება ავტომატურად, ტაქსისნეტის სისტემაში ΑΜΚΑ-სა და ΑΦΜ-ის მონაცემების დამუშავების შედეგად. აქედან გამომდინარე, ჯარიმები ეხება ყველას, განურჩევლად ეროვნებისა, ვინც საბერძნეთში ლეგალურად ცხოვრობს და არის 60 წელს ზემოთ.

ცხადია, არსებობს გამონაკლისებიც და საზოგადოების გარკვეული ნაწილი თავისუფალია ჯარიმებისგან.

გამონაკლისს წარმოადგენენ შემდეგი პირები:

  1. ვისაც ჯანმრთელობის კონკრეტული მდგომარეობის გამო არ შეუძლია აცრის გაკეთება და ამას ადასტურებს ექიმისგან.
  2. ვისაც დანიშნული აქვს ვიზიტი ასაცრელად, მხოლოდ სახლში მისვლით.
  3. საბერძნეთის მოქალაქეები, რომლებიც უცხოეთში ცხოვრობენ.
  4. ვისაც აცრა გაკეთებული აქვს საბერძნეთს გარეთ.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, მთავრობა აქტიურად განიხილავს ასაკობრივი ზღვარის შემცირების საკითხს და უახლოეს მომავალში აღნიშნული ვალდებულება შესაძლოა 50 წელს ზემოთ პირებსაც დაუწესდეთ.

onalem

ტესტ