fbpx
საბერძნეთი

ცივი ჰაერის მასების შემოჭრა მომდევნო კვირიდან საბერძნეთში – ითოვებს ატიკის რეგიონშიც

მეტეოროლოგი იანის კალიანო მომდევნო კვირიდან კიდევ უფრო ძლიერ სიცივეს პროგნოზირებს. მისი ინფორმაციით, მოსალოდნელია ცივი ჰაერის მასების შემოჭრა, რაც ტემპერატურის კიდევ უფრო დავარდნას გამოიწვევს და ვარაუდობს, რომ ითოვებს ატიკის რეგიონშიც.

კერძოდ, ცივი ჰაერის მასები შემოიჭრება სამშაბათ-ოთხშაბათს და გავლენას მოახდენს ამინდზე მთელ საბერძნეთში. სინოპტიკოსთა ცნობით, ფენომენს არ ექნება უკიდურესი ხასიათი, არამედ სეზონისთვის შესაბამისი, მაგრამ მოსახლეობა მზად უნდა იყოს სიცივისთვის.

როგორც ირკვევა, ტემპერატურა დაახლოებით 6 გრადუსით დაეცემა. მაგალითად: ატიკის რეგიონში ორშაბათს 14 გრადუსი დაფიქსირდება, ოთხშაბათისთვის კი ეს მაჩვენებელი 8 გრადუსამდე დაიწევს.

რაც შეეხება თოვას, მოსალოდნელია, რომ ითოვოს მაკედონიაში, თრაკიში, ჩრდილო-აღმოსავლეთ ეგეოსის მთიან და ნახევრად მთიან რეგიონებში. ასევე, კრეტას მთიან ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1000-1100 მეტრზე.

ოთხშაბათს ითოვებს ატიკის რეგიონშიც, ზღვის დონიდან 400-450 მეტრზე, კიკლადესის კუნძულებზე, ევიაში, სპორადესის კუნძულებზე და ვიოტიაში.

onalem

ტესტ