fbpx
საბერძნეთი

“ხალხმა უსაფრთხოება ითხოვა” – მიცოტაკი პოლიციელთა გადამზადების ცენტრში

კირიაკოს მიცოტაკი მარკოპულოს პოლიციელთა გადამზადების ცენტრს ეწვია, სადაც 1.200 ახალ ოფიცერს მისცა გარკვეული მითითებები და განმარტა, თუ რა არის მათი მიზანი. როგორც უკვე ცნობილია, დამატებითი ჯგუფები ათენის თითოეულ უბანში იანვრის შუა რიცხვებიდან გამოჩნდებიან.

“დამდეგ ახალ წელს გილოცავთ! ვიცი, რომ თქვენ ისე მხიარულად არ ხვდებით დღესასწაულებს, როგორც მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი, რადგან ყოველთვის სამუშაო ამპლუაში ხართ და უნდა იყოთ კიდეც. თქვენ უნდა იყოთ იქ, სადაც მოქალაქეს სჭირდებით. 2020 წლის დასაწყისისთვის ჩვენს ძალებს კიდევ 1.350 ახალი ოფიცერი შეემატება. 

ზუსტად 6 თვის წინ მოსახლეობამ ითხოვა სამი მარტივი რამ: ნაკლები გადასახადები, მეტი ინვესტიცია და სამუშაო ადგილები და უსაფრთხოების გაზრდა. სწორედ ამიტომ, ვაკეთებთ იმას, რაც ხალხმა ითხოვა. ამ მეთოდებით, ჩვენ გავაუმჯობესებთ მათ ყოველდღიურობას. ერთი სიტყვით, რომ ვთქვათ, რაც ვთქვით, გავაკეთებთ!”

ამავე დროს, საბერძნეთის პოლიციას გადაეცა 450 ახალი მოტოციკლი, 3.000 ბრონის ჟილეტი, 500 გადამცემი, 3.000 ხელბორკილი და სხვა საჭირო აღჭურვილობა.

onalem

ტესტ