fbpx
საბერძნეთი

1 სექტემბერი, მნიშვნელოვანი დღე საბერძნეთში – არავაქცინირებულები სამსახურს ტოვებენ

დღეს 1 სექტემბერია, რაც ნიშნავს, რომ ჯანდაცვის სფეროს ის თანამშრომლები, რომლებიც არ არიან აცრილები კორონავირუსებზე, სამსახურებს დატოვებენ.

როგორც უკვე ცნობილია, დღეიდან ამოქმედდა კანონი, რომლის მიხედვითაც, საავადმყოფოს არავაქცინირებულმა თანამშრომლებმა პოზიციები უნდა დატოვონ და უხელფასო შვებულებაში გავიდნენ.

მედიის ინფორმაციით, ამ დროისთვის არსებობს დაახლოებით 10.000 მედიკოსი, რომელიც აუცრელია და პანდემიის მე-4 ტალღის დროსაც კი, ჯერჯერობით დაუცველი რჩება. აქედან გამომდინარე, მთავრობა ფიქრობს, რომ მათ არ შეუძლიათ სხვების დაცვა, როდესაც საფრთხე თავად ემუქრებათ.

მეორეს მხრივ კი, მათი არყოფნა სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს, ესენი არიან ძირითადად რეგიონებში მოღვაწე ექიმები და ექთნები, რომლებსაც იქაურობისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვთ.

ვასილის კოდოზამანიმ რამდენიმე დღის წინ უკვე განაცხადა, რომ ის, ვინც აუცრელობის გამო სამსახურს დატოვებს, თუ გვიან მომავალში აიცრება, შესაძლოა იმავე პოზიციაზე არ დაბრუნდეს და სხვაგან გადაანაწილონ, საჭიროების მიხედვით.

onalem

ტესტ