fbpx
საბერძნეთი

“პანიკის ღილაკი” ქალებისთვის საბერძნეთში – როდის უნდა გამოვიყენოთ და როგორ იმუშავებს?!

როგორც უკვე ცნობილია, საბერძნეთის მთავრობის ინიციატივით, ციფრული პოლიტიკის სამინისტრომ შეიმუშავა სისტემა “პანიკის ღილაკი”, რომელიც განკუთვნილია ქალებისთვის იმ შემთხვევებში, როდესაც ისინი ძალადობის მსხვერპლი ხდებიან და არ შეუძლიათ დახმარება ითხოვონ ან დარეკვა მოასწრონ.

არსებული ცნობებით, სისტემა სულ მალე საპილოტე გამოყენებაში ჩაეშვება და წარმოდგენილი იქნება სპეციალური აპლიკაციის სახით, რომელიც ტელეფონების ძირითად ფუნქციებში შეიძლება დავაყენოთ. აპლიკაციაზე ხელის ერთი დაჭერით პოლიციას ავტომატურად ეგზავნება შეტყობინება, რომ დახმარება გჭირდებათ და მათი მოქმედება იქნება დაუყოვნებელი.

ამრიგად, განსხვავებით ტელეფონზე ნომრის აკრეფისა და დარეკვისგან, აპლიკაციაზე ხელის დაჭერა გაცილებით ნაკლებ დროსა და ენერგიას მოითხოვს და მსხვერპლს უფრო გაუადვილდება, დახმარების თხოვნა მისი საშუალებით.

როგორც მთავრობის ანგარიშშია აღნიშნული საპილოტე პროგრამის დასრულების შემდეგ, აპლიკაცია 1 წლის მანძილზე იქნება გამოყენებაში თესალონიკისა და ატიკის მასშტაბით, რათა შემდეგ შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტროების შესაბამისმა სამსახურებმა მისი ეფექტურობა შეაფასონ, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოყენებისთვის.

SMS, რომელიც პოლიციაში “პანიკის ღილაკის” აპლიკაციაზე დაჭერის შედეგად შედის, შეიცავს ინფორმაციას თქვენი ადგილსამყოფელის შესახებ.

onalem

ტესტ