fbpx
ეკონომიკასაბერძნეთი

10-დან 9 ბერძენი აცხადებს, რომ საბერძნეთში ფასების მომატების გამო პროდუქტების შეძენა შეამცირა

საბერძნეთში ძირითად პროდუქტებზე ფასების მომატებამ მოსახლეობის ცხოვრებაში გარკვეული ჩვევების შეცვლა გამოიწვია. ძირითადად, საუბარია სამომხმარებლო ჩვევებზე. როგორც ჩანს, 10-დან 9 ბერძენი აცხადებს, რომ შეზღუდა ძირითადი პროდუქტების შეძენა, რადგან ხარჯებს უბრალოდ ვერ აუდიან.

დასაქმებულთა 43% აცხადებს, რომ ცხოვრების დონის გასაუმჯობესებლად და ბალანსის დასაცავად, იდეალური გამოსავალი ხელფასების ზრდაა, რადგან იზრდება მხოლოდ ფასები, ხოლო არსებული ხელფასებით ძირითად პროდუქტებზე წვდომაც კი იზღუდება. ადამიანები, რომლებიც მუშაობენ მინიმალურ ან საშუალო ხელფასზე, ფიზიკურად ვერ შეძლებენ, რომ დაფარონ ყველა საყოფაცხოვრებო ხარჯი, აღარ არის საუბარი ფუფუნების საგნებსა და დანაზოგის გადადებაზე.

გამოკითხულთა 30% აცხადებს, რომ დანაზოგის გაკეთება საერთოდ არ შეუძლია, ხოლო 37% ამბობს, რომ ძირითადი ხარჯების დასაფარად სწორედ დანაზოგის გამოყენება დაიწყო.

ზოგადად, კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხული დასაქმებულების 90%-მა ცვლილებები შეიტანა საკუთარ სამომხმარებლო ჩვევებში, შეამცირა ძირითადი პროდუქტების მოხმარების სიხშირე, რადგან მათი ფინანსები ერთგვარ წნეხში მოექცა სიძვირის ფონზე.

onalem

ტესტ