fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

უამინდობა დასავლეთ საბერძნეთში: ქალი მანქანაში ჩაიკეტა, წყლის დონე კი, ნელ-ნელა იწევდა

დასავლეთ საბერძნეთში, კონკრეტულად, პატრასში უხვი ნალექის მოსვლის შედეგად უამრავი პრობლემა წარმოიქმნა. გზები და ქუჩები მდინარეებად იქცა, ადამიანები კი, საფრთხის წინაშე დადგნენ.

ერთ-ერთი მაგალითია ახალგაზრდა ქალი, რომელიც ხიდის ქვეშ საკუთარ მანქანაში მომწყვდეული აღმოჩნდა და გარეთ გადმოსვლას ვერ ახერხებდა. როგორც განმარტავს, მანქანის კარები ჩაიკეტა და ვერ აღებდა, წყლის დონე კი, უფრო და უფრო იმატებდა და ფაქტობრივად, დახრჩობის საფრთხის წინაშე დადგა.

“წყლის ძლიერი ნაკადი მოდიოდა. უკნიდან მანიშნებდნენ, მაგრამ ვერაფერს ვხედავდი. წყალმა წამიღო და ყველაზე უარესი ის იყო, რომ კარი არ იღებოდა, ვერ ვახერხებდი მანქანიდან გადმოსვლას. კინაღამ დავიხრჩე, ბედმა გამიღიმა და გამვლელი დამეხმარა, რომელიც ჩემამდე ცურვით მოვიდა. დარწმუნებული ვარ, სხვა შემთხვევაში მეც და ჩემი ძაღლით დავიხრჩობოდით,” ამბობს ის.

იხილეთ ვიდეო:

onalem

ტესტ