fbpx
კულტურასაბერძნეთი

”NATURA 2000” : დოკუმენტური ფილმი, რომელიც კრეტას მიეძღვნა

”NATURA 2000”- ახალი დოკუმენტური ფილმი, რომელიც მთლიანად კრეტას მიეძღვნა.

დოკუმენტური ფილმი კრეტას ბუნების მნიშვნელოვნების წარმოსაჩენად შეიქმნა და კუნძულის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებაზე, მთებზე, სანაპიროებზე და ადგილობრივთა საქმიანობაზე მოგვითხრობს.

ფილმი ფოკუსირებულია 4 თემაზე:

1) გარემოს დაცვისა და სოციალური გარემოს მნიშვნელობაზე,

2) ეკოლოგიასა და განსაკუთრებულ სახეობებზე,

3) რა მოგება აქვს ახლანდელ და მომავალ თაობას ბიომრავალფეროვნებიდან გამომდინარე, ასევე რა ეკონომიკური პრობლემები არსებობს კუნძულზე,

4) როგორ შეიძლება ადამიანის საქმიანობამ გააძლიეროს ტერიტორიის ეკონომიკური, სოციალური და ეკოლოგიური ღირებულება.

ფილმში წარმოდგენილია კრეტას დაცული ტერიტორიების უნიკალური კადრები და შექმნილია ალგილობრივებთან და მოხალისეებთან პარტნიორობით.

onalem

ტესტ