fbpx
საბერძნეთისაზოგადოება

ბერძენმა პენსიონერებმა ერთად ცხოვრება გადაწყვიტეს, რათა არც შვილების ტვირთად იქცნენ და არც მოხუცთა თავშესაფარში გაგზავნონ

ბერძნული მედია ორი თესალონიკელი პენსიონერის შესახებ წერს, რომელმაც ერთად ცხოვრება გადაწყვიტა, რათა საკუთარ მარტოობას გაუმკლავდეს. ეს არის ორი ადამიანის ისტორია, რომელსაც არ სურს, რომ შვილებს ტვირთად დააწვეს და არც ის უნდათ, რომ მოხუცთა თავშესაფარში გაგზავნონ, შესაბამისად, ქალმა და მამაკაცმა გადაწყვიტეს, რომ ერთ ჭერქვეშ იცხოვრონ.

ქ-ნ რიცა და ბატონი საკი ამას პენსიონერობის შემდგომ ოჯახს უწოდებენ, რადგან მეორე ნახევრები დაკარგეს და მას შემდეგ, რაც ასაკში შევიდნენ, მიხვდნენ, რომ მარტო ყოფნა ბევრ სირთულეს უკავშირდება, სწორედ ამიტომ, გადაწყვიტეს, ერთად იცხოვრონ და დაეხმარნონ ერთმანეთს, რაშიც დასჭირდებათ – გაუზიარონ ერთმანეთს ყოველდღიურობა, სიხარული და სირთულეები.

როგორც აღმოჩნდა, თესალონიკში არსებობს სპეციალური ჯგუფი, რომელსაც 300-ზე მეტი 60 წელს გადაცილებული წევრი ჰყავს და ისინი სწორედ რიცასა და საკის მსგავსი ადამიანები არიან, სურთ, რომ იპოვონ ვინმე, ვინც მათთან ერთად იცხოვრებს.

“ცხოვრებაში ნასწავლი გვაქვს, რომ ყველაფერი ჩვენით უნდა შევძლოთ, არ გვინდა, ვინმეს ტვირთად დავაწვეთ, არც ჩვენს შვილებს, მათ თავიანთი ცხოვრება აქვთ და უნდა მივცეთ საშუალება, რომ დატკბნენ მისით,” ამბობს ბატონი საკი მედიასთან.

onalem

ტესტ