fbpx
საბერძნეთი

თვითმკვლელობის მცდელობა ათენის საერთაშორისო აეროპორტში – ვისზეა საუბარი?!

ბერძნული მედიის ინფორმაციით, ათენის საერთაშორისო აეროპორტში თვითმკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.

ირკვევა, რომ პასპორტების კონტროლის განყოფილების თანამშრომლებმა შენიშნეს 27 წლის მამაკაცი, რომელიც სახურავზე იყო ასული და საკუთარი სიცოცხლის დასრულებას აპირებდა. ოფიცრები დაუყოვნებლივ მობილიზდნენ ადგილზე და საბოლოოდ, მასთან მოლაპარაკებების ფონზე, შეძლეს, რომ სახურავიდან ჩამოეყვანათ.

ახალაგზრდა მამაკაცი ბულგარეთის მოქალაქე აღმოჩნდა, ხოლო როდესაც პროკურატურაში გადაიყვანეს, განაცხადა, რომ დეპრესიის მძიმე ფორმით იტანჯება და ამიტომ ჰქონდა გადაწყვეტილი თვითმკვლელობა.

ატიკის პოლიციის ხელმძღვანელობამ ოფიცრებს მადლობა გადაუხადა საქმის პროფესიონალურად შესრულებისა და იმისთვის, რომ ახალგაზრდის სიცოცხლე იხსნეს.

onalem

ტესტ